Sunday, June 23, 2019


gakveTilis gegma
maswavleblissaxeli, gvar : ნანა ცერცვაძე
sagani: მათემატიკა
swavlebissafexuri/ klasi:  V
moswavleTaprofili:  კლასში არის 29 მოსწავლე ,მათ შორის არცეთი არ არის სპეციალური  საგანმანათლებლო საჭიროების მქონე.
gakveTilis ტიპი: problemaze orientirebuli-სწავლა კეთებით;
gakveTilis Tema:  ფართობი.
gakveTilis mizani: მოსწავლემ უნდა შეძლოს :
*ფიგურის ფართობის დათვლა მისი ნაწილების ფართობთა დაჯამებით;
*ფართობის ერთეულებსა  შორის კავშირის დამყარება;
*მართკუთხედის და კვადრატის ფართობის
 გამოთვლის გამოყენება დასმული პრობლემის გადასაჭრელად;
*დასმული პრბლემის ინტერპრეტირება,საჭირო ინფორმაციის მოგროვება, შედეგების შეფასება და დასკვნის გამოტანა.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი: მათ.V.4.  მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება;
^ერთმანეთთან აკავშირებს სიგრძისა და ფართობის ერთეულებს, იყენებს რიცხვის
კვადრატის ჩანაწერს ამ კონტექსტში;
^ერთმანეთთან აკავშირებს ფართობის სხვადასხვა ერთეულს;გამოსახავს ფართობის დიდ ერთეულს მცირე ერთეულის გამოყენებით;
მათ.v.10. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურების ფართობების პოვნა და შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
^ დაფარავს ფიგურას ერთნაირი არაგადამფარავი ფიგურებით და ასახელებს დასაფარად საჭირო ფიგურების მთლიან რაოდენობას;
^ფიგურათა ურთიერთშეთავსებით ადარებს ან აფასებს ფიგურების ფართობებს;
^იყენებს ფართობის ადიციურობას არაგადამფარავი ფიგურების კომბინაციით მიღებული ფიგურის ფართობის მოსაძებნად.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო
წთ.

1
კლასის ორგანიზება;
გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა
ვერბალური
მთელ კლასთან
ჟურნალი
შეფასების რუბრიკები
2 წთ.

3
წინარეცოდნის(მართკუთხედის და  კვადრატის პერიმეტრის, ფართობის ცნება; მეტი და ნაკლები ფართობი)გააქტიურება.
ვერბალური
მთელ კლასთან
შესაფუთი ქაღალდისგან გამოჭრილი 1 კვ.მ.ზომის ფიგურები
2 წთ.

4
მთელი კლასი მიდის სკოლის ეზოში.მასწავლებელი დაყოფს კლასს 6  ბავშვიან და  2 ბავშვიან ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს დაურიგდება თაბახის ფურცელზე დაბეჭდილი ამოცანა,რომელიც პრობლემაზე ორიენტირებული იქნება. ჯგუფები კითხულობენ პირობას.
ვერბალური
ჯგუფური
თაბახის ფურცლები
2 წთ.

5
6 კაციანი ჯგუფის ბავშვები დასაკეცი საზომი ლენტით, ლურსმნებითა და თოკებით ეზოში ქმნიან10მx10მ ზომის კვადრატს. ამ კვადრატის ფართობს ითვლიან და ინიშნავენ წიგნაკში,შემდეგ ისინი იღებენ1 ცალ 1 კვ.მ. ზომის კვადრატს და მათ 1 არის მქონე დიდ კვადრატზე ისე დებენ,რომ ნათლად გამოჩნდეს რამდენი კვ.მ-ია 1 არი. დანარჩენი ჯგუფებიც თავის წიგნაკებში ინიშნავენ თოკებით შექმნილი კვადრატის ფართობს და მასწავლებლის მითითების შემდგომ  მოცემული ფართობი გადაჰყავთ  არებში ჯგუფის ლიდერები ასახელებენ ფართობს.
სწავლა კეთებით
ჯგუფური
დასაკეცი ლენტი,ლურსმანი,ჩაქუჩი,თოკები,წიგნაკები,კალმები
8წთ

6
ერთერთი მცირე ჯგუფის ბავშვები სკოლის ეზოში აფენენ 1კვ.მ. ზომის ქაღალდს და თანაკლასელებს სთხოვენ დადგნენ მოცემულ კვადრატზე,(მასწავლებელი უთითებს რომ არავინ უნდა გასცდეს კვადრატს) ითვლიან ,რამდენი ბავშვი დაეტია კვადრატზე, ინიშნავენ წიგნაკში.დანარაჩენი ჯგუფებიც ინიშნავენ მონაცემებს წიგნაკში.
სწავლა კეთებით
ჯგუფური
მუყაოს კვადრატი,წიგნაკები,კალამები
8 წთ

7
მასწავლებელი ეკითხება ჯგუფებს რამდენი ბავშვი დაეტევა თოკებით შემოსაზრვრულ კვადრატში? ჯგუფები წიგნაკში ითლიან და ჯგუფის თითოეული ლიდერი დაასახელებს რაოდენობას.განსხვავებული პასუხების შემთხვევაში ,მასწავლებლის დახმარებით ჯგუფები ადგენენ ზუსტ რაოდენობას.
ვერბალური
ჯგუფური
წიგნაკები,კალმები
5წთ

8
ფორმატის ფურცლები დაურიგდებათ ჯგუფებს,სადაც მოცემული იქნება სკოლის ეზოს ფართობი და მთავარი კითხვა:დაახლოებით რამდენი ბავშვი დაეტევა სკოლის წინა ეზოში?ჯგუფის ლიდერები წარმოადგენენ  პასუხებს.განსხვავებული პასუხების შემთხვევაში,მასწავლებელი კითხვების დასმით დააზუსტებს პასუხებს.
ვერბალური
ჯგუფური
წიგნაკები,კალმები
5წთ

9
გაკვეთილის შეჯამება.შეფასება.
განმავითარებელი,თვითშეფასება.



ინდივიდუალური,ჯგუფური

შეფასების რუბრიკები

5 წთ

10
სარეზერვო ამოცანა,ფართობისა და პერიმეტრის ცნებების გამოყენებაზე.
ამოცანის ამოხსნა
საერთო საკლასო
თაბახის ფურცელ


11
საშინაო დავალება
სავარჯიშოები მსგავსი ამოცანის გადაწყვეტაზე
ინდივიდუალური
გამზადებული ,დაქსეროქსებული ამოცანები.
3 წთ



N
კრიტერიუმები
ქულა
1
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
2
2
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს
2
3
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ
2
4
ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას,აკეთებს დასკვნებს
2
5
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
2

მოსწავლის თვითშეფასება
რა ვისწავლე?

რა გამომდის კარგად?რა არის ჩემი წარმატების მიზეზი?

რა ვერ გავიგე?

ვის მივმართავ დასახმარებლად?